ანდრია ქორქია
კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი
ანდრია ქორქია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის FUCE სასწავლო გრანტის ფარგლებში ერთი სემესტრი პოლონეთში, კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში გაატარა.
„ჩემი მოლოდინები FUCE-ს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ყველანაირად გამართლდა. ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით ბევრი უპირატესობა გენიჭება, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი იმას, რომ ეს პროგრამა პიროვნულად გზრდის, გხდის უფრო დამოუკიდებელს და შეხედებულებებს უკეთესისკენ გიცვლის. პოლონეთში ყოფნისას ბევრი დრო გამოვნახე ჩემ თავზე სამუშაოდ და როგორც პიროვნება, ვფიქრობ, განვვითარდი. როგორც მოველოდი, ბევრი ახალი უნარი შევიძინე, რითაც დიდად კმაყოფილი ვარ. ასევე გავიცანი უამრავი ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან, გავეცანი მათ კულტურას. ამ პროგრამამ გამხადა მეტად კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი, ამასთან, უფრო მოტივირებული გავხდი სწავლის მიმართ. თუ გსურთ ნამდვილად შეიგრძნოთ სტუდენტური ცხოვრება და მიიღოთ ახალი გამოცდილება, არ გამოტოვოთ ეს შანსი- მიიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამაში, დამიჯერეთ არ ინანებთ. რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ მივიღებდი იმ გამოცდილებას, უნარებს და ემოციებს, რაც ჩემი მობილობის პერიოდში მივიღე. მინდა მადლობა ვუთხრა საბაუნის ამ დაუვიწყარი დროისთვის!“.