08დეკ,2023
აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
2023 წლის 03 ნოემბრის №196-23 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად (ბრძ. 2023 წლის 06 დეკემბრის №204-23), შექმნილმა დროებითმა საკონკურსო კომისიამ 2023 წლის 08 დეკემბერს (ოქმი #1-23; 08.12.2023) განიხილა კონკურსანტების მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია და დაადგინა:
- დიმიტრი გეგენავა - არჩეულ იქნეს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამართლის მეთოდებისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით, აფილირების პირობით;
- გიორგი გორაძე - არჩეულ იქნეს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საკონსტიტუციო და შედარებითი სამათლის მიმართულებით, აფილირების პირობით;
- შორენა ფარჯიანი - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სტატისტიკის მიმართულებით;
- ოლიკო კობახიძე - არჩეულ იქნეს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე სამოქალაქო, საავტორო და შედარებითი სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით;
- თამთა ყენია - არჩეულ იქნეს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე სამოქალაქო და შედარებითი სამართლის მიმართულებით, აფილირების პირობით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია