19მარ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა პეტერ პაზმანის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. გრანტის მფლობელი სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან უნგრეთში, პეტერ პაზმანის კათოლიკურ უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდი სრულად დაფინანსებულია, სტუდენტი მიიღებს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობისათვის, სტუდენტს:
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი სემესტრი (სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით) და მინიმუმ 3 სემესტრი განაცხადის შევსების ეტაპზე (სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის შემთხვევაში)
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფაკულტეტის დეკანთან დამატებითი სემესტრის შესახებ.
- გრანტი:
ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევრო
მგზავრობა: 360 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს დაზღვევის ხარჯებს და ვიზის მოსაკრებელს.
სამართლის ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- CV Europass ფორმატში
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან / საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ PPKE
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ან/და სტუდენტს, რომელსაც არასოდეს უსარგებლია სასწავლო გრანტით უცხოეთში.
მნიშვნელოვანი ვადები:
8 მაისი, 14:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში (დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 7 მაისისა)
13 მაისი (23:59 სთ) - საბუთების მიღება
16-17 მაისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
ოთახი 408