13ივნ,2022
პოლონელი პროფესორის Erasmus+ მობილობა საბაუნიში
2022 წლის 6 – 10 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს Erasmus+ ფარგლებში სტუმრობდა იოანე პავლე მეორის პონფიფიკური უნივერსიტეტის ლექტორი, იაკუბ სინოვიეჩი, რომელმაც საჯარო ლექცია გამართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თემაზე: ლეგიტიმური და არალეგიტიმური მმართველობა. მომხსენებელმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ თემებზე: რამდენად გვჭირდება ავტორიტეტები ცხოვრებაში? რამდენად პოპულარულია ავტორიტეტების არგუმენტები? ყალბი ინფორმაციების გავრცელების გზები.
ვიზიტის ფარგლებში პოლონელმა სტუმარმა ონლაინ ლექციები ჩაატარა თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების სტუდენტებთან. გარდა ამისა, შეხვდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს, სადაც ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს იოანე პავლე მეორის პონტიფიკურ უნივერსიტეტთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, გარდა Erasmus+ პროექტებისა უნივერსიტეტები თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015-2016 აკადემიური წლიდან აქტიურად ერთვება Erasmus+ ICM საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში და დღემდე საბაუნის რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და პერსონალმა ისარგებლა ამ პროგრამით.