31აგვ,2022
შენ აწ უკვე სტუდენტი ხარ
შენ აწ უკვე სტუდენტი ხარ!
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გილოცავთ ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას!
აქვე გიზიარებთ უნივერსიტეტში წარმოსადგენ საბუთებს:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
- ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე);
- კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დედანი და ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- შევსებული სპეციალური ანკეტა (აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ ანკეტის ფორმა უნივერსიტეტში);
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
- განათლების მომსახურების ხელმოწერილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების შაბლონს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.