02მაი,2023
შორენა გოგიაშვილის ვიზიტი კრაკოვის აკადემია იგნატიანუმში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების სამსახურის მენეჯერი და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი, შორენა გოგიაშვილი საბაუნის აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამით პოლონეთში- კრაკოვის აკადემია იგნატიანუმში იმყოფებოდა. მობილობის ფარგლებში შორენა გოგიაშვილმა ჩაატარა ლექციები პოლონელი სტუდნეტებისათვის და ასევე შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის ენების ინსტიტუტის წარმომადგენლებს.
„აღნიშნული მობილობა მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე თვალსაზრისით. მათ შორის ორ მთავარ ფაქტორს გამოვყოფ: პირველი არის პარტნიორ უნივერსიტეტში ვიზიტის, კოლეგებთან შეხვედრის, ცოდნის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მიზნის დასახვის შესაძლებლობის ქონა და მეორე - საერთაშორისო დონეზე ლექციების ჩატარების შესაძლებლობა. საბაუნისა და the institute of modern languages-ის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე გაცვლითი პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდის მხრივ“- შორენა გოგიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში საბაუნის საერთაშორისო სტუდენტების სამსახურის მენეჯერს შეხვედრები ჰქონდა კრაკოვის აკადემია იგნატიანუმის საერთაშორისო სამსახურთან, ენების ცენტრის ხელმძღვანელთან, ასევე თანამედროვე ენების ინსტიტუტის დეკანთან და ვიცე დირექტორთან. შორენა გოგიაშვილის მობილობა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.