15მარ,2024
სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში -10 საათი (ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე მორგებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 1
სტაჟირების ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
● გაცვლითი პროგრამების რეკრუტირებაში ჩართულობა;
● სტუდენტებთან კომუნიკაცია;
● უცხოელი სტუმრების ვიზიტების დაგეგმვაში ჩართულობა;
● საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● განათლება: საბაუნის ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
● ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა ;
● MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● დეტალებზე ორიენტირების უნარი;
● გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი;
● ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 მარტამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და შეავსეთ მონაცემები ბმულზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.