15მარ,2024
სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შიდა სტაჟირებას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.
სამუშაო გრაფიკი: 20 საათი (ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილზე მორგებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 2
სტაჟირების ვადა: 3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
● პირადისაქმეების დახარისხება;
● საარქივო მასალის მოწესრიგება;
● სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
● უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● განათლება: საბაუნის ბაკალავრის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
● სასურველია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
● MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● დეტალებზე ორიენტირების უნარი;
● გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 24 მარტამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და შეავსეთ მონაცემები ბმულზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.