01აპრ,2024
VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია
კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება. კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
- თეოლოგია;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- პოლიტიკის მეცნიერება;
- ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, ტექნოლოგიები;
- სამართალი;
- საჯარო მმართველობა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
მოთხოვნები:
- საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პრობლემურ საკითხს და იყოს აქტუალური.
- ნაშრომი სრულდება ინდივიდუალურად.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 აპრილი (სარეგისტრაციო ფორმა)
- აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 აპრილი
- ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 15 მაისი
- ნაშრომების ზეპირი წარდგენა - 28-30 მაისი
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
- სრული ტექსტი: 10-12 გვერდი,
- შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9),
- ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
- მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
- აბზაცებს შორის სივრცე:
- წყაროთა დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისა და საჯარო მმართველობისათვის - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი)
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- თეოლოგია - g.barnovi@sabauni.edu.ge
- ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკის მეცნიერება - l.gelashvili@sabauni.edu.ge
- ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, ტექნოლოგიები - tamta.gogoladze@sabauni.edu.ge
- სამართალი, საჯარო მმართველობა - e.sidamonidze@sabauni.edu.ge