გიორგი მესხი
აფილირებული ასოცირებული პროფესორი
სამართლის დოქტორი
ელ.ფოსტა: g.meskhi@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. 2018 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ევროპული საავტორო სამართლის იმპლემენტაცია ევროკავშირის არაწევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“. ამავე წლიდან კითხულობს ლექციებს კერძო სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით.
კვლევის ძირითადი სფერო: ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საავტორო სამართალი.
სალექციო კურსები
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
- შესავალი სამოქალაქო სამართალში
- ქართული სამართლის ისტორია
- რომის სამართალი
- სახელშეკრულებო სამართალი
- აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- გიორგი მესხი, საბჭოურიდან ევროპულ საავტორო სამართლამდე: პოსტსაბჭოთა ქვეყნების საავტორო კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია ევროპულ საავტორო სამართალთან (საქართველოს შემთხვევა), Refubium - Repositorium der Freien Universität Berlin, 2019
- გიორგი მესხი, ნაბიჯი ჰარმონიზაციისკენ - ევროპული კავშირის საავტორო სამართლის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში, GRIN Verlag, 2011
- გიორგი მესხი, ორი მთავარი მომენტი გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011
სტატიები
- გიორგი მესხი, საავტორო სამართლის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: პრობლემური ასპექტები, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2019
- სერგი ჯორბენაძე, გიორგი მესხი, აუდიოვიზუალური ნაწარმოების გავრცელება სოციალურ ქსელში და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები, თსუ სამართლის ჟურნალი, N2, 2018
- სერგი ჯორბენაძე, გიორგი მესხი, კონკურენცია საავტორო უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ინტერნეტში გამოქვეყნებული ნაწარმოების გამოყენებისას, Polish-Georgian Law Review, No. 3/2017, 2017
- გიორგი მესხი, მთარგმნელის წინასიტყვა (ფრიდრიხ ნიცშე, ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან), ჩვენი მწერლობა, 2016
- გიორგი მესხი, "იქმენინ ნათელი!" (კონსტანტინე გამსახურდია), არავი: ლიტერატურული, სამეცნიერო–პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი / სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ახალციხე, 2016. N4, 2016
- გიორგი მესხი, ევროპული კავშირის საავტორო სამართლის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში, საერთაშორისო ინტერდიციპლინარული კონფერენცია ევროპული ღირებულებები და იდენტობა: მოხსენებათა თეზისები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- გიორგი მესხი, სამართლებრივი ასპექტები XIX-XX საუკუნეების ქართულ მწერლობაში, გაზ. „ახალგაზრდა იურისტი“, III, 2006
თარგმანები
- ფრიდრიხ ნიცშე, ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან, ჩვენი მწერლობა, 2016