ლავრენტი მაღლაკელიძე
ასოცირებული პროფესორი
სამართლის ფაკულტეტი
სამართლის დოქტორი
ელ.ფოსტა: maglakelidzelasha@yahoo.com
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი. 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით (შეადრებით-სამართლებრივი ანალიზი“. არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით. 2013 წლიდან არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კვლევის ძირითადი სფერო: მატერიალური სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, საერთაშორისო სისხლის სამართალი.
სალექციო კურსები
- დანაშაულის მოძღვრება
- სასჯელის შეფარდება სისხლის სამართალში
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- ლავრენტი მაღლაკელიძე, გიორგი თუმანიშვილი, ბაჩანა ჯიშკარიანი, ედვარდ შრამი, სასამართლოში სისხლის სამართლის განხილვის შინაარსი და თავისებურებები, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2019
- ლავრენტი მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით (შედარებით- სამართლებრივი ანალიზი), გამომცემლობა „მერიდიანი“, 2013
- ლავრენტი მაღლაკელიძე, მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, ანრი ოხანაშვილი ევროპული სისხლის სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2010
სტატიები
- ლავრენტი მაღლაკელიძე, ბრალდებულის შეცდომაში შეყვანის გზით მოპოვებული ინფორმაცია და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი, მესამე გამოცემა (http://www.dgstz.de/), 2018
- ლავრენტი მაღლაკელიძე, ბრალდების უცვლელობის პრინციპის გაგება ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი, მესამე გამოცემა (http://www.dgstz.de/), 2017
- ლავრენტი მაღლაკელიძე, არაპირდაპირი (ირიბი) მტკიცებულებების მნიშვნელობა ქართული და საერთაშორისო სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“, N1(53)17, (საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალი), 2017
- ლავრენტი მაღლაკელიძე, შეცდომა ქმედების შემადგენლობის დამამძიმებელ გარემოებებში (განზრახ მკვლელობის უმართლობასთან მიმართებით), გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი, მესამე გამოცემა (http://www.dgstz.de/), 2016
- ლავრენტი მაღლაკელიძე, ბრალის გენეზისი ქართულ სისხლის სამართალში „მართლმსაჯულება და კანონი“, N5, (საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ჟურნალი), 2015
- ლავრენტი მაღლაკელიძე, განზრახვის ცნების ზოგიერთი პრობლემისათვის თანამედროვე გერმანულ სისხლის სამართლის დოგმატიკაში, „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიანი ევროპული განვითარების პროცესში“ (სამეცნიერო სიმპოზიუმის კრებული), 2013
- ლავრენტი მაღლაკელიძე, მართლწინააღმდეგობის შეგნების მნიშვნელობა განზრახი და გაუფრთხილებლობითი დელიქტების დროს, „სამართლის ჟურნალი“, N1-2, (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალი), 2010
- ლავრენტი მაღლაკელიძე, სამართლებრივი შეცდომისა და მართლწინააღმდეგობის ეტაპზე დაშვებული შეცდომის ურთიერთგამიჯვნის საკითხისათვის, „სამართლის ჟურნალი“, N2, (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალი), 2009
- ლავრენტი მაღლაკელიძე, დანაშაულის სისტემა საერთაშორისო მატერიალური სისხლის სამართლის მიხედვით„მართლმსაჯულება და კანონი“, N2/3, (საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალი), 2007