სერგო ფარულავა
ასისტენტი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თეოლოგიის მაგისტრი,
ისტორიის მაგისტრი,
ელ.ფოსტა: sergo.parulava@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორი, ასისტენტი, თბილისის სასულიერო სემინარიის და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, თეოლოგიის მაგისტრი და რომის გრეგორიანას პონტიფიკალური უნივერსიტეტის ეკლესიის ისტორიის მაგისტრი და მიმდინარე დოქტორანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად
ეკლესიის ისტორიის პედაგოგად, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრაზე. უცხოეთში, კერძოდ იტალიაში სწავლის პერიოდში 2003- 2010 წლებში კითხულობდა საჯარო და დისტანციურ ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის სამრევლოებში და სათვისტომო გაერთიანებებში, ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში და შეხვედრებში; ამავე წლებში აწარმოებდა სხვადასხვა კვლევით სამუშაოებს იტალიისა და ვატიკანის არქივებში. საქართველოში დაბრუნებისას არის წმ. პავლე მოციქულის სახელობის საღვთისმეტყველო ცენტრის თანადამფუძვნებელი, დღემდე აწარმოებს სადოქტორო კვლევასთან დაკავშირებულ ძიებებს რომის და ზოგადად იტალიის სხვადასხვა არქივებში, სადაც გამოვლენილ მასალებზე დაყრდნობით პარტნიორ მეცნიერებთან ერთად მალე გამოქვეყნდება უნიკალური მასალები. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მუშაობს 2014 წლიდან. კვლევის ძირითადი სფერო: ეკლესიის ზოგადი ისტორია და ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორია.
სალექციო კურსები
- ეკლესიის ისტორია (ადრეული, შუასაუკუნეების და თანამედროვე პერიოდები)
- ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორია.