ნოდარ ბურდული
საბაუნის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი.
საბაუნთან მაკავშირებს რამდენიმე წლიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება მიმეღწია მიზნებისთვის, რომელიც უკავშირდება პროფესიული კარიერის განვითარებას, ადამიანებთან კომუნიკაციასა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
საბაუნი გამორჩეული უნივერსიტეტია, სადაც აკადემიური პერსონალი მუდმივ რეჟიმშია დაინტერესებული სტუდენტური აქტივობებით, კურსდამთავრებულთა მიმართ ხელშეწყობით, რაც ნათლად ასახავს, რომ იგი ცოცხალი ორგანიზმია და ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც არჩეულ დარგთან ერთად სინთეზურად სწავლობ, ეთიკას, კულტურას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოსმენას, რასაც საბოლოო ჯამში პიროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასთან მივყვართ