ანა გავაშელი
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
#საბაუნისსტუდენტი ანა გავაშელი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და ერთი სემესტრით სასწავლებლად ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ანა თავისი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების შესახებ:
"სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში წასვლა ჩემი მრავალწლიანი ოცნება იყო, რომელიც საბაუნიმ რეალობაში ამიხდინა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და ამავდროულად სასიამოვნო პერიოდი - ვისწავლე, მივიღე ახალი გამოცდილება, ვიმოგზაურე და შევიძინე ახალი მეგობრები მსოფლიოს თითქმიუს ყველა კუთხიდან.
უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დატვირთული და ემოციურად რთული სემესტრი გამოვიდა, რადგან ეს ჩემთვის იყო დამამთავრებელი წელი და ვნერვიულობდი საბაკალავრო პროექტზე, თუმცა სადაც მოტივაციაა სანერვიულო და შეუძლებელი არაფერია და ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა.
ისიც უნდა აღვნიშნო რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ ახალი ცოდნისა და გამოცდილების საშუალებაა, ეს არის შესაძლებლობა გახდე მეტად დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მიზანდასახული.
Erasmus+ ჩემთვის არის უსაზღვრო შესაძლებლობა, რომლისთვისაც ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა იბრძოლოს. ეს ნიშნავს იყო ერთი დიდი მულტიკულტურული ოჯახის წევრი, განვითარდე, შეიძინო ახალი მეგობრები და საკუთარი თვალით აღიქვა შენთვის უცნობი სამყარო.
მე ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავი.
ბოლოს, მინდა ვთქვა ერთი რამ ჩემთვის შესაძლებლობების დიდი ჰორიზონტი საბაუნიმ გახსნა და რომ არა ეს უნივერსიტეტი მე არ ვიქნებოდი ასეთი თავდაჯერებული. ამიტომ ვინც ამას კითხულობს მინდა ვუთხრა, რომ თუ მზად ხარ თავგადასავლებისთვის და ამასთან გინდა მიიღო დიდი ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად მოდი საბაუნიში.
საბაუნი ნამდვილად არის #მოლოდინზემეტი