ხატია გელაშვილი
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ერასმუსი ეს არის შესაძლებლობების ფართო ასპარეზი.ის ახალი,წარმატებული ცხოვრების დასაწყისია და უღრმესი მადლობა ჩემს უნივერსიტეტს ამ საოცნებო სურვილის განხორციელებისთვის
#საბაუნისსტუდენტი ხატია გელაშვილი სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსელია. ის 2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრზე erasmus + ფარგლებში სწავლობდა პოლონეთში, ლუბლინის უნივერსიტეტში.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამა ერასმუსზე,ალბათ ყველას სმენია, თუმცა მხოლოდ ერთეულებს მისცემია მასში მონაწილეობის გამოცდილება და მეც, საბედნიეროდ, ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდი. ერასმუსი უწყვეტი ემოციების მოზღვავებაა. ეს არ არის შენს ცხოვრებაში ერთი სემესტრი, ეს არის ერთ სემესტრში ჩატეული მთელი ცხოვრება. იცნობდე სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, იგივეა, რაც მოიარო მსოფლიო და შეიძინო უამრავი მეგობარი; გქონდეს შანსი, ესწრებოდე უცხოელი პროფესორების ლექციებს, საფუძველია შეგეცვალოს მსოფლხედველობა, მიზანი, მისწრაფებები.