ხათუნა მხოიანი
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
"ვარ ძალიან კმაყოფილი რომ მივიღე მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში და ხუთი თვე ვიცხოვრე სრულიად უცხო გარემოში, სადაც ჩემს თავში ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინე"
ხათუნა მხოიანი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და ვალიადოლიდის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე.
ხათუნამ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში გაიარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ხათუნა გვიზიარებს ესპანურ შთაბეჭდილებებს.
„ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა და როგორც კი ამისი შესაძლებლობა მომეცა, ვიცოდი, ხელიდან არ უნდა გამეშვა. რთული გზა გავიარე ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, ამად ნამდვილად ღირდა. დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობით მივიღებდი კარგ გამოცდილებას, გავიცნობდი ესპანურ კულტურას და არც შევმცდარვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ესპანურმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
ესპანეთში სწავლისას ყველაზე მეტად პრაქტიკული და ჯგუფური დავალებები მომწონდა, რადგან ვთვლი, რომ ასეთი მეთოდები სტუდენტს უფრო მეტად ეხმარება კარგი შედეგების მიღწევაში.
ესპანეთში გატარებული ერთი სემესტრი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ვინაიდან პირველად მომიწია ოჯახისაგან ასე დიდი ხნით შორს ყოფნა. თუმცა მივიღე უფრო მეტი, ვიდრე ველოდი: გავხდი უფრო მეტად დამოუკიდებელი, მოვისმინე ძალიან საინტერესო ლექციები და სემინარები, მივიღე ინგლისურ ენაზე სწავლის დიდი გამოცდილება, შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ვისწავლე ესპანური ენა, რაც ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო.
ამ გადმოსახედიდან ვარ ძალიან კმაყოფილი რომ მივიღე მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში და ხუთი თვე ვიცხოვრე სრულიად უცხო გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია, ეს დამეხმარა მესწავლა პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება.
Erasmus+ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. მიხარია, რომ საბაუნიმ მომცა საშუალება მიმეღო ეს გამოცდილება და ვყოფილიყავი იმ სტუდენტებს შორის, რომლებსაც Erasmus+ საუკეთესო გამოცდილებით გვაერთიანებს.