გიორგი ლაფერაშვილი
გიორგი ლაფერაშვილი სულახან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურდამთავრებული, ამავე უნვერისტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი.
საბაუნისთვის და ჩემთვის საიუბილეო წელია, ჩვენი ურთიერთობის მეათე წელი. დიახ, ზუსტად ათი წლის უკან (წინ) ჩავაბარე თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, შემდეგ სამაგამისტრო პროგრამაზე, უნივერსიტეტში სწავლების ბოლო წელს გამოცხადდა სტაჟირება -სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, გამიმართლა და 2016 წლიდან ვმუშაობ საბაუნიში.
აბიტურიენტობის დროს საბაუნი იყო ერთადერთი უნვერსიტეტი, სადაც შეგეძლო აკადემიურ დონეზე დაუფლებოდი ღვთიმეტყველებას, რამაც განაპირობა ჩემი აქ მოხვედრა. მოხარული ვარ, რომ დღესაც უნივერიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს შორის თეოლოგიას უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. გარდა სწავლისა გვქონდა შესაძლებლობა აქტიურად ჩავრთულიყავით საუნივერსიტეტო კლუბების თუ საზაფხულო სკოლების ორგანიზებაში, რაც სტიმულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვფიქრობ, რომ მსგავს პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტს პიროვნულად, ახალ ურთიერთობებთან ერთად იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული საქმიანობისთვი, ამიტომ ვთვლი რომ უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა და მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი შესაძლებლობები.
სტუდენტებისთვის საბაუნი არის განვითარებისთვის, ცოდნისთვის და დასახული მიზების მიღწევისთვის იდეალური.
მადლობა მას ზრუნვისთვის და მეგობრობისთვის.