თამარ ლაკერბაია
აფილირებული ასოცირებული პროფესორი
აფილირებული ასოცირებული პროფესორი,
სამართლის დოქტორი
ელ.ფოსტა: tamar.lakerbaia@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2016 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ხელშეკრულების უარყოფის უფლება - ქართული და ევროპული სახელშეკრულებო სამართლის შედარებით ანალიზი. აქვს მრავალწლიანი პრაქტიული გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ისე სხვადასხვა საჯარო უწყებებსა და სასამართლო სისტემაში. 2016 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2015 წელს მიღებული აქვს მაქს პლანკის სახელობის საერთაშორისო და შედარებით კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია. არის სამართლებრივი სამეცნიერო სტატიების ავტორი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მონოგრაფიის თანაავტორი. 2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კვლევის ძირითადი სფერო: მომხამრებელთა უფლებები, ევროკავშირის კერძო სამართალი.
სალექციო კურსები
- ევროკავშირის კერძო სამართლის საფუძვლები
- თანასწორობის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნი
- ლაკერბაია თ., ზაალიშვილი ვ., ზოიძე თ., მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის გზა), IBSU, 2018
სტატიები
- Refinement of the Right to Reject a Contract Under Civil Code of Georgia - South Caucasus Law Journal, Civil Codes in Transition, GIZ, 2017
- Where is the Boundary between Freedom of Expression and a Person's Honor, Dignity and Business Reputation - Some Examples from the Georgian Court Practice, Journal of Social Sciences, IBSU, 2016
- დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული მოდელი – ხელშეკრულების უარყოფის უფლების მაგალითზე, „სამართლის ჟურნალი“, N1, 2016
- ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი ევროპის სახელშეკრულებო სამართალში, „სამართლის ჟურნალი“, N1, 2015
- სავარჯიშოები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილსა და სანივთო სამართალში, თანაავტორი, თბილისი, 2014
- ხელშეკრულების დადებაზე გამოვლენილი ნების უკან გამოთხოვის უფლება ევროპის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალში, „სამართლის ჟურნალი“, N1, 2014
თარგმანები
- კურზინსკი-ზინგერი ევგენია, კერძოსამართლებრივი და საჯაროსამართლებრივი ელემენტების თანაფარდობა გერმანულ სამართალში, ბესარიონ ზოიძე 60, საიუბილეო კრებული, თსუ, 2014