ნინო ქათამაძე
აფილირებული ასოცირებული პროფესორი
აფილირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი
ელ. ფოსტა: ninokatamadze@sabauni.edu.ge
CV
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი. 2020 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები“. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მუშაობს 2018 წლიდან.
კვლევის ძირითადი სფერო: ვალდებულებითი სამართალი; სანივთო სამართალი.
სალექციო კურსები
- სანივთო სამართალი
- სახელშეკრულებო სამართალი
- კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
- კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტატიები
- ნინო ქათამაძე, „არაქონებრივი ( მორალური) ზიანის ფუნქციების გავლენა ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის კრიტერიუმებზე“, ჟურნალი „სამართალი“, 2/2018.
- ნინო ქათამაძე, „არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება პიროვნების გარდაცვალების შემდეგ და მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტები“, ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“, 9/2018.
- ნინო ქათამაძე, გიორგი უსტიაშვილი, „პარტნიორთა ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება“, ჟურნალი „ორბელიანი“, 1/2019.
- ნინო ქათამაძე, „პირადი არაქონებრივი უფლებების ქონებრივი ღირებულების განსაზღვრის პრობლემა სამოქალაქო ბრუნვაში“, “სამართლის ჟურნალის“, 1/2020 (მიღებულია დასაბეჭდად).
თარგმანები
- რაინჰარდ ციმერმანი, „ევროპის სახელშეკრულებო სამართლის ტექსტობრივი შრეები“, 2019.
- Hans Wolfsteiner, “Die Vollstreckbare Urkunde”, თარგმანი განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის დაკვეთით.
- ქრისტიან ალექსანდერის სტატია „კონსტიტუციური სამართლის გავლენა სამოქალაქო სამართალწარმოებისა და სამართლის განვითარებაზე ზოგადი პიროვნული უფლების მაგალითზე“, ჟურნალი „ორბელიანი“, 2020.