ეკატერინე დანელია
აკადემია იგნატიანუმი, პოლონეთი
ეკატერინე დანელია, საბაუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრი პოლონეთში, აკადემია იგნატიანუმში ისწავლა.
„ჩემი მოლოდინები ამ პროგრამასთან მიმართებაში გამართლდა, ვინაიდან ეს სემესტრი ძალიან საინტერესოდ გავატარე. ოდნავ განსხვავებული სწავლების მეთოდები, უცხოელი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ახალი ადგილების აღმოჩენა და ზოგადად საზღვარგარეთ მარტო ცხოვრება - ეს ის გამოცდილებაა რაც ამ პროგრამამ მომცა. როდესაც მარტო ხარ ხუთი თვის მანძილზე უცხო ქვეყანაში, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები, იუმჯობესებ კომუნიკაციის უნარს, იცნობ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს. რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ გავეცნობოდი იმ უამრავ შესაძლებლობასა და სიახლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი მომავლის დაგეგმვისთვის“.