გიორგი გობრონიძე
ოლომოუცის პალაცკის სახელობის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
ოლომოუცის პალაცკის სახელობის უნივერსიტეტი გიორგი გორბონიძე, საბაუნის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ჩეხეთში და 2021- 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლა ოლომოუცის პალაცკის სახელობის უნივერსიტეტში.
„ამ პროგრამამ ყველანაირად გაამართლა ჩემი იმედები და მომცა ის გამოცდილება, რომელიც მინდოდა რომ მიმეღო. გავიცანი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, გავეცანი მათ კულტურას, ვესწრებოდი უცხოელი პროფესორების საინტერესო ლექციებს. ეს პროგრამა დამეხმარა პერსონალური უნარების აღმოჩენასა და განვითარებაში, გავხდი უფრო მეტად ორგანიზებული, ვისწავლე როგორ დავიმკვიდრო თავი განსხვავებულ გარემოში. გარდა ამისა, უცხოეთში სწავლის პერიოდში ჩამოვყალიბდი თუ რა მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას ჩემს
სამაგისტრო თემაზე. ძალიან მომენატრება იქ გაცნობილი ადამიანები, მეგობრები და თავად ქალაქი ოლომოუცი. სტუდენტებს ვურჩევ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, ვინაიდან უცხოეთში სწავლა, ეს არის სრულიად ახალი სასწავლო გარემო, განსხვავებული მეთოდებით, ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურული გამოცდილება და ასევე მოგზაურობის საშუალება. მთავარია მონდომება, ყველაფერი მიღწევადია”.