კობა გრიალაშვილი
სამართლის მაგისტრი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი.
2016−2017 წლებში იყო სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსის მოადგილე; 2012−2016 წლებში კი − სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012 წელს იკავებდა საქართველოს უნივერსიტეტის ავტორიზაცია-აკრედიტაციის განყოფილების უფროსის პოზიციას. აქვს სპეციალური წოდება - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი.
2018 წლიდან საბაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე კითხულობს კურსს − საპოლიციო სამართალი.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო საქმიანობით, თანამედროვე და უახლესი ტიპის ინფრასტრუქტურით. აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია. აქ სტუდენტი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება.
იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ თანამედროვე შრომის ბაზარზე იყოთ მოთხოვნადი იურისტი, ღიად და მყარად გრძნობდეთ თავს კონკურენტულ გარემოში, თავისუფლად გაუმკლავდეთ დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს, - ამ ყველაფრის მისაღებად საბაუნი საუკეთესო არჩევანია.“