მარიამ ხვედელიძე
პოლონიის უნივერსიტეტი
მარიამ ხვედელიძე საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც ორმაგი დიპლომის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წელი ისწავლა უცხოეთში, აქედან ერთი სემესტრი სწავლობა პოლონეთში, პოლონიის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე სემესტრი სტუდენტური სტაჟირების პროგრამით გაიარა სლოვაკეთში, კოშიცეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
„ჩემი მოლოდინები გამართლდა, მივიღე განათლება პოლონიის უნივერსიტეში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ეტაპი სწორად გავიარე. რომ არა ეს პროგრამა ვერასოდეს გავიცნობდი ბევრ საინტერესო ადამიანს და ვერ გავიგებდი თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი. განსაკუთრებით მომენატრება პოლონეთი, უნივერსიტეტი, სტუდენტებთან და ლექტორებთან ურთიერთობა და მეგობრობა, ასევე ულამაზესი ტაძარი „იასნა გორა“, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს უნივერსიტეტი, მათი სტუდენტური გარემო და უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის. მობილობა დამეხმარა შემოქმედობითობაში, ინტელექტის ამაღლებაში, კოორდინაციისა და კომუნიკაბელურობის უნარის გაძლიერებაში. ყველა სტუდენტს ვურჩევ ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობას, რათა მიიღონ ევროპული განათლება კარიერული წინსვლისა და ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.“