ნანა ფაილოძე
ნანა ფაილოძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.
ამჟამინდელი დასაქმების ადგილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მომავალ პროფესიას და განათლებას ეხება - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩაბარება გახდა, სადაც მომეცა უნიკალური შესაძლებლობა შემესწავლა თეოლოგია. საინტერესო, ექსკლუზიური პროგრამით, რომელსაც დიდი ეთუზიაზმით და პროფესიონალიზმით გადმოცსემდნენ ლექტორები (პროფესორ-მასწავლებლები) მადლიერი და ამაყი ვარ ჩემი უნივერსიტეტით, მან მომცა შესაძლებლობა მესწავლა, ისეთ გარემოში, სადაც მაღალი სწავლის ხარისხი და საოცრად მეგობრული გარემოა, სადაც ზრუნავენ, ფიქრობენ და ხელს უწყობენ შენს წარმატებას.
საბაუნში სწავლამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა, რამაც შემდგომში, საფუძველი ჩაუყარა ჩემს მომავალ საქმიანობას. ეს არის - შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, თავდაჯერებულობა, გუნდური მუშაობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს დამეხმარა და შემამზადა საპასუხისმგებლო საქმეების გამკვლავებაში.
მე, საბაუნთან ერთად, გავიარე მრავალფეროვანი, შინაარსიანი, სტუდენტური ცხოვრება. უნივერსიტეტის ხელშეწყობით და ფაკულტეტის განსაკუთრებული ჩართულობით, აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი სტუდენტურ კონფერენციებში. სწავლის პერიოდში, არა ერთ საინტერესო პროექტში თუ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ბიბლიის საზაფხულო სკოლის“ საქმიანობაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც საბაუნის ისე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. გვქონდა აქტიური ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონფესიებთან.
უნივერსიტეტის განსაკუთრებული დამსახურება არის ის, რომ მე, ჩართული ვიყავი, საქველმოქმედო ფონდ - „კარიტასის“ ყველა პროგრამაში, სადაც მივიღე ტიტული -„წლის საუკეთესო მოხალისე“.
ჩემთვის საბაუნი არის გარემო - წარმატების, მრავალფეროვნების, ცოდნის, ინოვაციის, პროფესიონალიზმის . ამაყი და ძლიერი ვარ, რომ სწორედ აქ, ამ დიდებულ და ბრწყინვალე გარემოში დაიწყო ჩემი საინტერესო ცხოვრება, რამაც წარმატება და ბევრი კარგი სიახლე მომიტანა.
რატომ საბაუნი? - ძალიან მარტივია - პროფესიონალიზმისთვის, წარმატებული და უკეთესი მომავლისთვის.
მადლობა საბაუნს, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა, ის ჩემი მიღწევების თანამონაწილეა.