ნანა ფაილოძე
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუსში (ჩეხეთი)
ნანა ფაილოძე, საბაუნის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამით ერთი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში სწვლობდა.
ძალიან გამიმართლა რომ Erasmus+ გრანტის მფლობელი გავხდი და შესაძლებლობა მქონდა ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში, ევროპაში ერთ-ერთ უძველეს თეოლოგიის ფაკულტეტზე (1573 წ) მესწავლა და მიმეღო იქაური გამოცდილება. იქ ყოფნისას შევიგრძენი და გავითავისე ევროპული სტუდენტური ცხოვრება, რამაც გამხადა უფრო მეტად დამოუკიდებელი და თავისუფალი. მასწავლა დროის მენეჯმენტი და ყოველი დღის წინასწარ დაგეგმვა. მე ბედნიერი ვიყავი იქ ყოფნის თითოეული წამით და წუთით. უცხოეთში ყოფნა დამეხმარა მრავალი პიროვნული და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში, როგორიცაა: ანალიტიკა, კრეატიულობა, სტრესთან გამკლავების და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ოლომოუსში სწავლისას გავდიოდი ინტერაქციულ საგნებს, რომელიც თავის მხრივ დამეხმარა დისკუსიის და ანალიტიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესებაში. პროფესიული მიმართულებით სიანტერესო იყო ბიბლეისტიკის ლექციები.
უკან დაბრუნებულს ძალიან მომენატრება ყოველი ახლად გათენებული დღე ოლომოუცში, რომელიც სავსე იყო შემეცნებით და შთაბეჭდილებებით. ულამაზესი გარემო, სტუდენტური სივრცეები და ამ პროგრამის მთავარი მონაპოვარი, ჩემი ევროპელი მეგობარი სტუდენტები.
უცხოეთში სტუდენტური ცხოვრება განსხვავდება ქართულისაგან, იქ ძალიან აფასებენ დროს, უფრო მეტად დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან ევროპელი სტუდენტები, რომელთაც სწორად აქვთ გადანაწილებული დრო სწავლისა და გართობისთვის.
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ ავიხდენდი ბავშვობის დროინდელ ოცნებას. პროგრამამ ჩემს ოცნებებს ფრთები შეასხა და ახალი გამოცდილების მისაღებად გადამისროლა ევროპის შუაგულში;)) მუდამ მადლიერი ვიქნები ჩემი მშობლიური, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, რომელმაც მომცა უამრავი შესაძლებლობა, მე კი მივიღე, გავითავისე და მიღებული ცოდნით და გამოცდილებით დავუბრუნდი სამშობლოს და საყვარელ უნივერსიტეტს.