ნია დოლიაშვილი
ლუმსას უნივრსიტეტი (იტალია)
საბაუნის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნია დოლიაშვილმა 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრი იტალიაში, ლუმსას უნივრსიტეტში ისწავლა Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით.
გაცვლითი პროგრამის წყალობით, ვისწავლე დამოუკიდებლად ყოფნა უცხო გარემოში, შევიძინე საერთაშორისო მეგობრები, ვისწავლე ინგლისურად, ვიმოგზაურე იტალიის სხვადასხვა ქალაქში და დავაგროვე დაუვიწყარი მოგონებები. იტალიაში ჩვენგან განსხვავებული სწავლების სისტემაა, რომელიც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა წარმატებით გადავლახე. იქ ნასწავლი საგნებიდან გამოვყოფდი პროექტის მენეჯმენტს– სადაც აქცენტი ე.წ. ''soft skills'' განვითარებაზე კეთდება, რადგან უნარ–ჩვევები შესწავლადია, ადამიანური ჩვევები კი ნაკლებად.
გაცვლითი პროგრამები გვთავაზობს სხვადასხვა გამოწვევებს, რომლებიც უნდა გადალახო ცხოვრებაში, აქ მიღებული გამოცდილება კი დაგეხმარება ცხოვრების ყოველ ეტაპზე.