ნინი გოშაძე
ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია)
საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნინი გოშაძემ Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით 2021 – 2022 წლის შემოდგომის სემესტრი იტალიაში, ლუმსას უნივერსიტეტში ისწავლა.
ყველაფერი დადებითი, ერთი საინტერესო, დაუვიწყარი თავგადასავალი იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება მიმაღებინა. ისეთი უნარები აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რაც მეც არ ვიცოდი და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება მომავალში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი, მიუხედავად იმისა რომ თავიდან ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ, მერე შევიძინე მეგობრებო და დავიწყე იქაურ ცხოვრებაზე მორგება. მერე ყველაფერი ძვირფასი და ფასეული ხდება.
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერ ვიმოგზაურეობდი ევროპის ბევრ ლამაზ ადგილას, ვერ ვისწავლიდი რომის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ვერ შევიძენდი ახალ უცხოელ მეგობრებს და ვერ ვიქნებოდი ისეთი დამოუკიდებელი როგორც დღეს ვარ.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და იმ ადამიანებს, ვინც მომცა საშუალება ასეთი დაუვიწყარი 6 თვე გამეტარებინა ულამაზეს ქვეყანაში, იტალიაში, ქალაქ რომში.
საბაუნი მოლოდინზე მეტია. ბაკალავრიც საბაუნიში დავამთავრე და ვამაყობ, რომ საბაუნის სტუდენტი ვარ.