ნუგზარ ხვედელიძე
აფილირებული პროფესორი
ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორი
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ელ.ფოსტა: nugzarkhvedelidze@gmail.com
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 2015 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე.
ნუგზარ ხვედელიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1978-1983), მათემატიკოსის კვალიფიკაციით. იყო აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი (1986-1989). 1989 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მესამე რიგის წრფივი დიფერენციალური განტოლებების ასიმპტოტური თვისებები“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მუშაობდა ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნერ- თანამშრომლად (1983-1989), ხოლო შემდეგ უფროს მეცნერ თანამშრომლად (1989-1994). ამავე დროს მუშაობდა გურჯაანის გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად (1989-1993), კითხულობდა ლექციების კურსს უმაღლეს მათემატიკაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (1990-1994). 1994 წლიდან არის თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე (1994-2005), შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე (2005-2011). კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: უმაღლესი მათემატიკა, მათემატიკა ეკონომისტებისათვის, კალკულუსი, ალბათობის თეორია და მატემატიკური სტატისტიკა, მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში, ფინასური მათემატიკა და სხვა. 2011 წლიდან მუშაობს მოწვეულ პედაგოგად ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ხოლო 2015 წლიდან არის მოწვეული პროფესორი ილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.
გამოცემული აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კომფერენციაში. მათ შორის ბოლო აქტივობებში შედის:
სალექციო კურსები
- მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის;
- კალკულუს;
- მათემატიკის ზოგადი კურსი;
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- მათემატიკა ბიზნესისათვის.სახელმძღვანელო. თბილისი 2019;
- მათემატიკა ეკონომიკისა ბიზნესისთვის. დამხმარე სახელმძღვანელო. თბილისი 2014;
- მათემატიკა ეკონომისტებისათვის. ლექციების კურსი. თბილისი 2012;
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. ლექციების კურსი. თბილისი 2009;
- On the Existence of Bounded and Vanishing at Infinity Solutions of Linear Ordinary Differential Equations of third Order. Second International Conference “Modern Problems in Applied Mathematics”. Book of Abstracts. 4.09.2013-7.09.2013. Tbilisi.
- On the Existence of Unbounded Oscillatory Solutions of Linear Ordinary Differential Equations of Third Order . Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics REPORTS , vol. 38 (2012).