ოთარ ქიმერიძე
ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
ოთარ ქიმერიძე საბაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრს ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ყველაზე საინტერესო 6 თვე გავატარე ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. ამ პროგრამამ უპირველეს ყოვლისა შემძინა საუკეთესო მეგობრებო და მომცა საშუალება გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და მათ კულტურას. ამ მობილობის წყალობით ყველაზე მეტად გავიუმჯობესე სტრესულ გარემოში მუშაობის, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობისა და ორგანიზების უნარები.
ყველაზე მეტად მომენატრება უცხოელი მეგობრები, რომელიც ამ გაცვლითი პროგრამით შევიძინე! ყოფა, ცხოვრება და შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად არის. 6 თვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება ასე რომ, საერთო ჯამში ყველაფერი მომენატრება, რაც კი ამ 6 თვის განმავლობაში თავს გადამხდა, ცუდიც და კარგიც.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, სულ რომ არაფერი, კულტურას გაიცნობ, შენი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვლება, გამოცდილებებს დააგროვებ, განვითარდები, როგორც კარიერული ისე პერსონალური კუთხით, გაიცნობ ძალიან ბევრს ადამიანს, მეგობრებს, ლექტორებს. გაერთობი, იმოგაზურებ, ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ და ბოლოს მიხვდები, რომ უფრო მეტი და მეტი გინდა, დაიწყებ ახალი კონტაქტების ძიებას, მოგინდება ახალი ცხოვრების დაწყება.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე .... ალბათ ვერ გავიგებდი, თუ როგორია სინამდვილეში ცხოვრება.
ერასმუსმა მაპოვნინა საუკეთესო ადამიანები! და ზოგადად მინდა, რომ საბაუნს დიდი მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის! <3