სალომე წიკლაური
სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
სალომე წიკლაური - საბაუნის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული.
მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომცა საბაუნიმ, არის იმის შეგნება, რომ კანონის უკან დგას ადამიანი, თავისი განცდებით, პრობლემებით, შიშით, მოლოდინებით, იმედებით და იმის განცდა, რომ ჩვენ ვიცავთ არა უბრალოდ კანონს, არამედ ერთ ადამიანში მოქცეულ სამყაროს.
რატომ საბაუნი? მე არ შევუდგები საუბარს საბაუნის აკადემიურობაზე, სწავლების საერთაშორისო სტანდარტზე, დახვეწილ, თითქოს საგანგებოდ სტუდენტზე მორგებულ სასწავლო პროცესზე, კვალიფიციურ პერსონალზე - ეს, უბრალოდ სინამდვილე მოცემულობაა. ჩვენი უნივერსიტეტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საბაუნი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - საბაუნი, უპირველეს ყოვლისა, არის მსოფლმხედველობა, ეს არის დაცულობის, ყურადღების, მზრუნველობის და კოლეგიალობის განსაკუთრებული ატმოსფერო, სადაც აცნობიერებ, რომ ყველა, დაწყებული დაცვის თანამშრომლიდან, დამთავრებული რექტორით, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ყოველი შენი მისვლა უნივერსიტეტში იყოს პატარა დღესასწაული. სწორედ ეს აქცევს საბაუნის იმ სამყაროდ, რომლის ყველა წევრს შეუძლია ამაყად თქვას: ჩვენ საბაუნელები ვართ!“