თამთა თავართქილაძე
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული
შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურისტი
5 წლიანი პრაქტიკული საქმიანობა განათლების სამართალში, ორი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
მაქვს პატივი ვიყო საბაუნის, როგორც საბაკალავრო ასევე სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული და დღეს უკვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრი. ჩემი პროფესიული გამოცდილება თავიდან ბოლომდე დაკავშირებულია იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან, რომელიც მივიღე უნივერსიტეტში როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დროს.
საბაუნი არის ჩემი გზა წარმატებისკენ..
მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საბაუნის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები საუკეთესოა დღევანდელ საგანმანათლებლო სფეროში. პროგრამების სახასიათო ნიშა არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები, ასევე, ისეთი დისციპლინები, რომლებიც ვიწრო სპეზიალიზაციის ათვისების საშუალებას აძლევს სტუდენტებს. უფრო მეტიც, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სამართლის ისეთ მიმართულებებს, რომლებიც არ ისწავლება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უნივერსიტეტის ძლიერი მხარე არის, მჭიდრო კონტაქტები ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტებს აძლევს დიდ შესაძლებლობას წავიდნენ და საზღვარგარეთ, მიიღონ ცოდნა და განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.