ფაკულტეტის შესახებ
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, როგორც საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებს სწავლების ორ საფეხურზე, ბალაკავრიატსა და მაგისტრატურაზე, ახორციელებს. თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც დიდი ალბათობით, 2020 წლის დასრულებამდე დაემატება.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს მოამზადოს ერთი მხრივ, ფართო და ინტერდისციპლინური განათლებისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარის მქონე სპეციალისტი. მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პროფესიული ეთიკის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტი;
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 6 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. კერძოდ:
- თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
- თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა;
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა;
- პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა;
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
- სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
ზემოთაღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი დაკომპლექტებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, რომელთა ლექცია-სემინარები სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. ამავდროულად, სემესტრში რამდენჯერმე, აკადემიური და ადმინისტრაციული სასწავლო მობილობის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები ფაკულტეტს ლექციებისა და ტრენინგ-კურსების ჩატარების მიზნით სტუმრობენ.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა მიზანმიმართული. აღნიშნულის მისაღწევად, ფაკულტეტი მაქსიმალურად ორიენტირებულია კურიკულუმის გარეშე აქტივობებში, სხვადასხვა სახისა და შინაარსის პროექტებში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სახის ღონისძიებაში სტუდენტთა აქტიურ ჩართვას ხელი შეუწყოს.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მრავალ ევროპულ უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს, როგორებიცაა: პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და სხვ. წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები. სტუდენტებს ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს, როგორც Erasmus + და სხვა გრძელვადიანი სასწავლო მობილობის, ასევე მოკლევადიან პროგრამებს, საერთაშორისო ზამთრისა და საზაფხულო სკოლებს, საერთაშორისო ტრენინგ-კურსებსა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია FUCE სტიპენდია, რომელიც სპეციალურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
სამეცნიერო საქმიანობის წარმართვა ფაკულტეტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამოიცა და ითარგმნა არაერთი წიგნი, სახელმძღვანელო, სტატია და ჟურნალი. ყოველწლიურად გამოიცემა ჟურნალი „დიალოგი“ და პოსტ-საბჭოთა კვლევების ჟურნალი. ფაკულტეტზე შემდეგი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი მოქმედებს:
- პოსტ-საბჭოთა კვლევების ინსტიტუტი;
- თეოლოგიისა და ფილოსოფიის კვლევითი ინსტიტუტი;
- ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი;
კვლევით საქმიანობასა და პროექტებში სტუდენტების ჩართვა ფაკულტეტის ერთ-ერთი ორიენტირია.