სამართალი (ბაკალავრი)
სპეციალობა: სამართალი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის ბაკალავრი
კოდი ცნობარში: 0880108
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2500 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისული), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ისტორია, სამოქალაქო განათლება ან მათემატიკა.
მისაღები კონტიგენტი: 120
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო ქათამაძე, დიმიტრი გეგენავა
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
- ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების, სამართლის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული და ეკონომიკური ასპექტების, აგრეთვე ეროვნული და უცხოური სამეცნიერო აზრისა და კანონმდებლობის შესახებ;
- სიღრმისეული ცოდნა საჯარო, კერძო, საერთაშორისო და სისხლის სამართლის დარგებში.
- პროგრამა ორიენტირებულია:
- სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაზე, მისთვის საზოგადოებრივ და სახელმწიფოს ცხოვრებაში სამართლის ფუნქციების შესწავლაზე, იურიდიული კვლევისა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
- სამართლის მიმართულებით მეცნიერებათა კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე;
- სამართლის მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებაზე;
- ასევე ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაზე.
- სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მთავარი ღირებულება ისაა, რომ სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამა მოიცავს ყველაზე მეტ პრაქტიკულ სასწავლო კურსს, როგორებიცაა: კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი, საჯარო სამართლის პრაქტიკული კურსი, სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი, სამართლებრივი წერა და საპროცესო უნარ-ჩვევები.
- პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ იურიდიული საქმიანობის განსახორციელებლად დასაქმდნენ:
- საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
- სასამართლო ორგანოებში;
- სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
- საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში
ექსკლუზიური სასწავლო კურსები:
- ვიქტიმოლოგია (ინგლისურ ენაზე)
- დიპლომატიური და საკონსულო სამართალი
- შესავალი ისლამურ სამართალში
- შესავალი მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში
- შესავალი ამერიკულ სამართალში
- ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია
- დანაშაულის სოციოლოგია