საჭირო დოკუმენტები
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 TOEFEL, IELTS; ან ცნობა, რომ აკადემიური პირი ფლობს უნარს წაიკითხოს ლექცია უცხო ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (სადაც ხაზგასმული იქნება ამ მობილობის შედეგად მიღებული გამოცდილების უნივერსიტეტში დანერგვა / გამოყენება);
- აკადემიური პერსონალის შემთხვევაში, პარტნიორი უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის მოკლე აღწერა;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/უშუალო ხელმძღვანელისგან.
შენიშვნა: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხოვნილი დოკუმენტების სია გაიზარდოს.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას პერსონალი საბაუნის ოფიციალური ელ-ფოსტის მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge