ჟურნალები
უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების ბაზაზე გამოიცემა არაერთი სამეცნიერო ჟურნალი. ჟურნალების თემატიკა ფარავს ყველა იმ დარგსა და მიმართულებას, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით სწავლების სამივე საფეხურზე; ჟურნალები განთავსებულია პლატფორმაზე: https://journals.sabauni.edu.ge/
განვითარების კვლევების ინსტიტუტი 2020 წლიდან გამოსცემს საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად ინგლისურენოვან ჟურნალს JOURNAL OF DEVELOPMENT STUDIES. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჟურნალის ვებ გვერდს https://journals.sabauni.edu.ge/index.php/jds
ჟურნალი ,,ორბელიანი“ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი ქართულენოვანი სამეცნიერო პერიოდული გამოცემა https://journals.sabauni.edu.ge/index.php/jo
,,სამართლის მეთოდები“ რეფერირებადი და რეცენზირებადი ქართულენოვანი სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლიდან. https://journals.sabauni.edu.ge/index.php/lm
ჟურნალი „დიალოგი“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების, მულტილინგვური საერთაშორისო სამეცნიერო რეფერერიბადი და რეცენზირებადი ჟურნალია. ჟურნალის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ბერძნული https://journals.sabauni.edu.ge/index.php/jd
2022 წლიდან უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე გამოიცემა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ინგლისურენოვანი ჟურნალი ORBELIANI LAW REVIEW https://journals.sabauni.edu.ge/index.php/olr