21იან,2020
მოკლე ვადიანი სტიპენდია დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში მოკლე ვადიანი მობილობის დაფინანსების მოსაპოვებლად საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის. გაცვლით პროგრამის ხანგძლივობა შესაძლებელია იყოს 5 დან 30 დღემდე (დამატებით 2 დღე მგზავრობის).
აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 იანვარი (14:00 სთ პოლონეთის დროით)
კონკურსი განკუთვნილია საბაუნის აფილირებული პერსონალისათვის.
საჭირო დოკუმენტაცია:
- პროექტში მონაწილეობის ფორმა (ჩამოტვირთე აქედან)
- ცნობა სადოქტორო სწავლების სტუდენტის სტატუსის შესახებ, გაცემული ფაკულტეტის დეკანის მიერ (დოქტორანტის შემთხვევაში)
- ცნობა სამსახურიდან (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა / სერტიფიკატი (შესაძლოა იყოს შემდეგი: საერთაშორისო სერტიფიკატი, ცნობა იმ დაწესებულებიდან სადაც აპლიკანტმა გაიარა შესაბამისი დონის სწავლება, სადოქტორო გამოცდის შედეგების ბაზაზე გაცემული ცნობა, აპლიკანტის განცხადება)
შენიშნვა: სერტიფიკატი არ ესაჭიროება მათ, ვისთვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური და ასევე, ინგლისური ენის სპეციალისტებს.
- მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილის ორიგინალი ან ასლი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 10 თებერვლიდან 30 სექტემბრის შუალედში.
რა აქტივობა შეიძლება დაიგეგმოს ამ პროგრამის ფარგლებში?
- კონფერენციაში მონაწილეობა (მათ შორის პოსტერების სესია და flash talk)
- სადოქტორო ნაშრომისათვის / სამეცნიერო სტატიისათვის მასალების შეგროვება
- საზაფხულო / ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება (როგორც სტუდენტისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის). ამ შემთხვევაში საზაფხულო /ზამთრის სკოლის პროგრამის კურიკულუმი უნდა ემთხვეოდეს აპლიკანტის კვლევის თემას.
- მონაწილეობა მოკლე ვადიან სასწავლო კურსში, ტრენინგში, პროფესიული ან ინდუსტრიული სტაჟირება, სასწავლო ვიზიტი
- ტრენინგში მონაწილეობა (მათ შორის სამეწარმეო სფეროში)
- საარქივო / საბიბლიოთეკო საქმიანობა
- საბროკერო შეხვედრებში მონაწილეობა
- სწავლება
- საერთაშორისო პროექტისათვის საგრანტო განაცხადის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- სხვა მოკლე ვადიანი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს აპლიკანტის უნარების განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, 407 ოთახი, მეოთხე სართული, ტელ: 2422242/115 ელფოსტა: ir@sabauni.edu.ge
საკონტაქტო პირი შორენა პარუნაშვილი