19თებ,2021
ვირტუალური გაცვლითი პროგრამა
ცხადდება რეგისტრაცია საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტში, ალფრედ ნობელის უნივერსიტეტის ვრიტუალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრზე.
სტუდენტებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ორ საგანზე და ჩაერთონ სასწავლო პროცესში დისტანციურად.
შემოთავაზებული კურსებია:
- საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობა
- ევროპული ინტეგრაცია
- საერთაშორისო ორგანიზაცია
- მაკროეკონომიკა
- ლოჯისტიკა
- კომუნიკაციის მენეჯმენტი
კურსის წარმატებით გავლის შემთხევაში შესაძლებელია საბაუნის მიერ მათი აღიარება. თითოეული კურსი ექვივალენტია 3 ECTS ისა.
სასწავლო კურსები განეკუთვნება სწავლების პირველ საფეხურს (საბაკალავრო).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე კონსულტაცია გაიაროთ ფაკულტეტის დეკანთან ან პროგრამის ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულმა პირებმა, საჭირო დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ Virtual Exchange
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV (Engl)
- პასპორტის ანდ პირადობის ასლი
- ფოტო (3X4)
- საგნის დასახელება (ორი საგანი) რომელთა გავლაც გსურთ
სწავლების ენა - ინგლისური
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ir@sabauni.edu.ge ან დაგვიკავშირდით 577347713
გისურვებთ წარმატებებს!