11ოქტ,2021
ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დასასრული - მითი თუ რეალობა?
ადგილი:ონლაინ
განთავსების თარიღი:11 ოქტომბერი
დასაწყისი:19:00 საათი
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 6 ნოემბერს 19:00 სთ-ზე გაიმართება ირაკლი ჯავახიშვილი საჯარო ლექცია: „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დასასრული - მითი თუ რეალობა?“ „ცივი ომის“დასრულებასთან ერთად მსოფლიო სწრაფი და რადიკალური ცვლილებების მომსწრე გახდა. 30 წლის შემდეგაც კი რთული სათქმელია, რომ ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირების მომსწრენი ვართ. მართალია, გასული საუკუნის 90-იან წლებში ზოგიერთი ავტორი ვარაუდობდა, რომ მსოფლიოში გარდაუვალი იქნებოდა ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაო გავრცელება, 21-ე საუკუნის პირველივე წლებიდან აშკარა გახდა, რომ პოტენციური ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის არსებობასაც კი დიდი საფრთხე დაემუქრა.
არის თუ არა 1990-იანი წლებიდან დაწყებული ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ფორმირება მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე? (თუ საერთოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ასეთ წესრიგზე) თუ ასეა, სხვა რა ალტერნატივები არსებობს? რა ფაქტორები და მოვლენები განაპირობებს ასეთი წესრიგის მოშლას? სწორედ ამ საკითხების გაანალიზებას ემსახურება აღნიშნული ლექცია.
მომხსენებელი: ირაკლი ჯავახიშვილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლექცია ჩატარდება შაბათს, 6 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით.