19ნოე,2021
საბაუნის მე-3 სტუდენტური კონფერენცია ადამიანის უფლებებში
განთავსების თარიღი:11/19/2021
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში (3-10 დეკემერი), აცხადებს სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეხებოდეს პრაქტიკული მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემურ საკითხებსა და მისი გადაჭრის გზებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი
აბსტრაქტი უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2021 წლის 4 დეკემბრისა - law@sabauni.edu.ge
ნაშრომების ზეპირი წარდგენა გაიმართება 2021 წლის 8 დეკემბერს.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის დაწყების დრო: 2021 წლის 8 დეკემბერი, 11:00
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ZOOM - ის საშუალებით.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გამარჯვებულები მიმართულებების მიხედვით დაჯილდოვდებიან გამოცემებითა და სიმბოლური საჩუქრებით.