02დეკ,2021
წარმატებული კარიერის დაგეგმვის მეთოდები და ეფექტიანი გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან
ადგილი:წარმატებული კარიერის დაგეგმვის მეთოდები და ეფექტიანი გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან
18 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „წარმატებული კარიერის დაგეგმვის მეთოდები და ეფექტიანი გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან“.
ტრენერი: ნინო ქურასბედიანი, საჯარო მმართველობის დოქტორი, საბაუნის ლექტორი.
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც სურს წარმატებულად დაგეგმოს მისი კარიერა, შეიძინოს პოტენციურ დამსაქმებელზე ეფექტური შთაბეჭდილების მოხდენის უნარები და უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
ტრენინგის თემატიკა:
- ეფექტიანი გასაუბრების ტექნიკები - როგორ მოვიგოთ დამსაქმებლის გული;
- აზრთა სხვადასხვაობა და მშვიდობიანი კონსენსუსის მიღწევა;
- საკუთარ თავზე მუშაობის როლი წარმატების მიღწევის პროცესში;
- დაპირდი ნაკლებს - შეძელი მეტი;
- სამახსოვრო ახალბედა ხელმძღვანელებისთვის;
- მოსმენისა და დუმილის ტაქტიკა;
- წარუმატებელი გასაუბრების გამომწვევი მიზეზები;
- არავერბალური შეტყობინებები და მათი ამოცნობის ენა;
- აუცილებელი ხერხები გასაუბრების უკეთ წარმართვისთვის.
პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის გასამყარებლად გამოყენებული იქნება შემდეგი ტრენინგის მეთოდები:
- სიმულაციური თამაშები;
- „ქეისების“ ანალიზი;
- პრეზენტაცია.
პროგრამის მიზანი:
- შეძლოთ პოტენციურ დამსაქმებლებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- გამოიმუშაოთ განსხვავებული მოსაზრების თამამად დაფიქსირების უნარი;
- წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანობა იმაზე მეტად პროდუქტიული, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს;
- შესრულებული სამუშაო იყოს თქვენ განვითარებაზე ორიენტირებული;
- გამოიმუშაოთ თქვენი, როგორც ახალბედა ხელმძღვანელის მუშაობის ტექნიკები;
- მიიღოთ აუცილებლი რჩევები წარმატებული კარიერის დასაგეგმად;
- შეძლოთ ქცევისა და საუბრის მართვა გასაუბრების პროცესში;
- შეიძინოთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის უკეთ წარმართვას;
- გონივრულად გამოიყენოთ დრო.
ტრენინგის დრო: 11:00 – 17:00
ტრენინგის ფასი: 80 ლარი, საბაუნის სტუდენტებისთვის - 40 ლარი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3pnD5AC
რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 დეკემბერი!
გთხოვთ გაითვალისწინოთ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფიციალური რეკომენდაციები და წარმოადგინოთ PCR ტესტის (72 საათით ადრე) ან სწრაფი ტესტის (24 საათით ადრე) პასუხები, ან მწვანე ბარათი