30ივნ,2020
ვორქშოპი
2020 წლის 30 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი, რომელიც ეძღვნებოდა უმაღლეს სასწავლებლებში ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და თანასწორობის უფლებათა დაცვის სილაბუსების შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა მიმოიხილეს შემდეგმა მომხსენებლებმა: თენგიზ თევზაძე, გიორგი გორაძე, უჩა ბახტაძე, დიმიტრი გეგენავა, მალხაზ ნაკაშიძე.
შეხვედრა გაიმართა შერეული ფორმატით, როგორც უნივერსიტეტში, ისე ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
შეხვედრას მოწვეული სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ PROLoG-ის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მრჩეველი შშმ პირების საკითხებში - გოგა სოფრომაძე, წმ. კამილოს დღის ცენტრის წარმომადგენელი და უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც რეკომენდაციები წარმოადგინეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
GEUS ვორქშოპი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითაბირების სააგენტოს (USAID) პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) - მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელში საბაუნისთან ერთად ჩართულები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბსუ) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სკსუ) სამართლის ფაკულტეტები.