20მაი,2019
საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ბაქოში
ადგილი:ბაქო, აზერბაიჯანი
2019 წლის 30 მაისს ბაქოში Language Co-Working Centre-ი უმასპინძლებს თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საინტერესო ფორმატში წარმართონ დისკუსია თანამედროვე ამერიკული ბესტსელერების შესახებ
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ მოხსენების რეზიუმე და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე, არა უგვიანეს 20 მაისისა შემდეგ მისამართზე: sh.gogiashvili@sabauni.edu.ge
პრეზენტაციის ხანგრძლივობა 7-10 წუთი, დისკუსია 10 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია და მისი ღირებულებაა 120 ლარი. თანხაში შედის მგზავრობა, სასტუმროში განთავსება (ერთი ღამე).
თანხაში არ შედის კვებისა და ქალაქში ტურის ღირებულება.
საკონტაქტო პირები:
თამთა ყალიჩავა tamtakalichava@gmail.com ტელ.: 595 95 22 48
შორენა გოგიაშვილი sh.gogiashvili@sabauni.edu.ge ტელ.: 592 93 99 99
კონფერენცია ხორციელდება საბაუნის მოწვეული ლექტორის, ქ-ნი თამთა ყალიჩავას ორგანიზებითა და თანამშრომლობით. მსგავსი კონფერენცია უკვე ორი წელია რაც რეგულარულად ტარდება საბაუნიში.