04ივნ,2019
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში"
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
2019 წლის 4-5-6 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში". სიმპოზიუმი ეძღვნება კავკასიაში რომის კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სიმპოზიუმის ორგანიზატორია საბაუნი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია;
სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში;
წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
მნიშვნელოვანი ვადები:
2019 წლის 19 აპრილი _ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა.
2018 წლის 19 მაისი _ სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი : – 2 სმ
შრიფტი: ქართული – sylfean
ზომა _ 12
ინგლისური/იტალიური – Times New Roman,
ზომა _ 12
ინტერვალი – 1 (Single)
აბზაცი – 1 სმ
ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე