24ივნ,2019
გაცვლითი პროგრამა პოლონეთში სამართლის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) გაცვლით პროგრამაზე. მობილობა განხორციელდება 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრზე. კონკურსი განკუთვნილია სამართლის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საბაუნის აქტიური სტუდენტის სტატუსი. უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთში გავლილი კრედიტები აღიარდება საბაუნიში სრულად. მიმღები უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლებისა და საცხოვრებელ ხარჯებს.
სტუდენტის გასაწევი ხარჯი:
- მგზავრობა
- ვიზის მოსაკრებელი და დაზღვევა
- ლუბლინში ცხოვრების, ყოველდღიური ხარჯი
სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- პასპორტის ან პირადობის ასლი (ან სკანერი)
- ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია
რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 ივნისის ჩათვლით. მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: sh.parunashvili@sabauni.edu.ge
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში (რეგისტრაციის დასრულებამდე, 21 ივნისს 17:00სთ) .
შემოთავაზებული კურსების სანახავად დააკლიკეთ აქ:
სტუდენტს შეუძლია აიღოს სასწავლო კურსები სხვადასხვა პროგრამებიდან, მნიშვნელოვანია შერჩეული კურსი იყოს თავსებადი სტუდენტის სასწავლო პროგრამასთან. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, საგნებთან დაკავშრებით გაიარეთ კონსულტაცია ფაკულტეტის დეკანთან.
მნიშვნელოვანი ვადები
21 ივნისი, 17:00 სთ - ტესტირება ინგლისურ ენაში
24 ივნისი - რეგისტრაციის ბოლო დღე
25 ივნისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
26 ივნისი - შედეგების გამოქვეყნება
27 ივნისი - საბუთების გადაგზავნა ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისია (რომელშიც შევა ვიცე რექტორი, ფაკულტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება და სტუდენტები) წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და გასაუბრებაზე დაყრდნობით შეარჩევს სტუდენტს.
შერჩევის კრიტერიუმები
- ინგლისური ენის ცოდნა - 40 (100%)
- აკადემიური მოსწრება - 30 (100%)
- მოტივაცია - 30 (100%)
კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ:
შორენა პარუნაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, (მე-4 სართული, 407 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ.ფოსტა: sh.parunashvili@sabauni.edu.ge )
სალომე ქარცივაძე - სამართალის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, მეორე სართული, ელ.ფოსტა: s.qartsivadze@sabauni.edu.ge
მაკა მოქია - სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი m.moqia@sabauni.edu.ge
ლაშა მიქაძე - ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე l.mikadze@sabauni.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა უმეტესი სასწავლო კურსი უნდა აირჩიონ ევროპათმცოდნეობის (European Studies) საბაკალავრო პროგრამიდან, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ევროკავშირის სამართლის (EU Law) საგანმანათლებლო პროგრამიდან. სტუდენტებს ასევე საშუალება აქვთ აირჩიონ სასწავლო კურსები სამართლისა და ადმინისტრირების პროგრამიდან (Law and Administration)