24მაი,2013
ესპანელი პროფესორის საჯარო ლექციები
24 – 28 მაისის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს კატალონიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი ჯუზეპე ჯილი რიბასი. ვიზიტის ფარგლებში ესპანელი პროფესორი რამდენიმე დღის განმავლობაში წაიკითხავს საჯარო მოხსენებებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში. ასევე მიწვეული იქნება მოხსენების წასაკითხად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ორშაბათს, 24 მარტს 15:00 სთ-ზე ესპანელი სტუმარი ისაუბრებს თემაზე: ჩვენი რწმენის ღმერთი (Il Dio della nostra fede).
მოხსენებების განრიგი:
24 მაისი, 15:00სთ: - „ჩვენი რწმენის ღმერთი“(Il Dio della nostra fede) - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 405 აუდიტორია;
25 მაისი, 17:00 სთ - „ სიკვდილის მიღმა“ (Al di la de la morte) - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 405 აუდიტორია;
26 მაისი, 17:00 სთ -ქრისტიანული რწმენა (La fede Cristiana) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსი, აუდიტორია 106. მის. გ.წერეთელის 3 (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ;
28 მაისი, 16:00სთ- „ქრისტიანული ეკლესია“( La Chiesa Cristiana) - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, 317 აუდიტორია.
მოხსენებები წარიმართება იტალიურ ენაზე, ქართული თარგმანით.
დასწრება თავისუფალია
მოკლე ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:
ჯუზეპე ჯილი რიბასი დაიბადა რეუსში (ესპანეთი) 1928 წელს, სწავლობდა ტარაგონას სემინარიაში. 1947-1951 წლებში სწავლობდა რომში გრეგორიანულ უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე პერიოდში მან მიიღო მღვლად ხელდასხმაც. 1951 წელს თეოლოგის ხარისხის მიღების შემდეგ ბრუნდება კატლარის ეპარქიაში, სადაც მსახურებდა 2003 წლამდე, მიუნსტერსა და პადერბორნში სწავლის დასრულების შემდეგ 1982 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
60-იან წლებში მიწვეული იყო თეოლოგიის მასწავლებლად ეპარქიის სემინარიაში, 1972 წლიდან მუშაობდა მიწვეულ პროფესორად კატალონიის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა სასწავლო კურსს ესქატოლოგიაში. ასევე მუშაობდა ბარსელონის რელიგიურ მეცნიერებათა უმაღლეს ინსტიტუტში (შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი) ტარაგონის რელიგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შემდგომში თეოლოგიის ინსტიტუტი). იყო მიწვეული ლექტორი ტულუზაში (საფრანგეთი), მონაწილეობდა სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებში ტულუზაში, ლიონსა და ტუბინგენში.
კატალონიის თეოლოგიის ფაკულტეტზე მრავალწლიანი მოღვაწეობის დროს ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ სასწავლო კურსებზე: ესქატოლოგია, ქრისტოლოგია, ეკლესიოლოგია, საკრამენტოლოგია და თეოლოგიური ანთროპოლოგია. ის არის კატალონიის დოქტორთა სამეფო აკადემიის (Royal Academy of Doctors of Catalonia) წევრი.
გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია ცნობილ ჟურნალებში და წიგნი, როგორიცაა: Signes de pertinença a l’Església (პირველი გამოცემა), სიკვდილს არ აქვს ასაკი (Els nostres morts no envelleixen), ღმერთი,ადამიანი, სამყარო/მსოფლიო (Dios, Hombre, Mundo); მარიამის ცხოვრება (La vida de María), თეოლოგიური აზროვნების თავგადასავალი (L’aventura del pensament teològic); ესქატოლოგია; მარიოლოგია (შენიშნვები) (Mariologia (apunts)); იესო, უფლის ძე და ადამიანის ძმა (Jesús, Fill de Déu i germà dels homes); და ა.შ.