05მაი,2016
პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის შეხვედრა
სამშაბათს, 5 მაისს 18:00 სთ-ზე 405 აუდიტორიაში გაიმართება პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა. წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმების და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის დავით ზაქარაიას საჯარო ლექცია თემაზე: „ გალი - თანამედროვე რუსული გულაგი"
პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის მუშაობის ფორმატი: სემესტრის მანძილზე გაიმართება 4 საჯარო ლექცია საერთაშორისო პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების შესახებ. ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია. კლუბის ორგანიზატორი და დისკუსიის მოდერატორი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე. კლუბის საქმიანობა საინტერესო იქნება პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი სტუდენტისთვის.
3 ლექციის დასწრების შემთხვევაში გაიცემა დასწრების სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტურ საქმეთა ცენტრს 305-ე ოთახში, ან დაუკავშირდით მითითებულ ელ.ფოსტაზე: ketigordulava@sabauni.edu.ge
კლუბში გაწევრიანებული სტუდენტების ინიციატივით გაიმართება სხვა ტიპის აქტივობებიც.