20მაი,2016
კინო ჩვენება: დავიწყებული მეფე
მხატვრული ფილმი "დავიწყებული მეფე" უწყვეტ კადრად, 105 წუთში
სექცია: ქართული პანორამა
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2012
405 აუდიტორიაში
რეჟისორი: ნიკოლოზ ხომასურიძე
სცენარი: ნიკოლოზ ხომასურიძე
ოპერატორი: იგორ ტოჩილნიკოვი, ჯონ ედვარდსი მუსიკა: ჭაბუკა ამირანაშვილი
მხატვარი: ალესანდრო მარველი
კოსტიუმები: თამარ ბარნოვი
მონტაჟი: პაშა მაისურაძე
ხმა: ჯეფრი ალან ჯონსი
პროდიუსერი: გიორგი ქავთარაძე, ნიკოლოზ ხომასურიძე
მონაწილეობენ: დავით ქაცარავა, სალომე ფაღავა, ბადრი კაკაბაძე, გიორგი მეგრელიშვილი, პაატა მხეიძე, სალომე გასვიანი, კახა მიქიაშვილი, ელგუჯა ბურდული, გივი ჩუგუაშვილი, ანი იმნაძე, გივი ჯაფარიძე, ქართლოს მარადიშვილი, გოგი თურქიაშვილი, ნოდარ მამულაშვილი, დავით ჩალათაშვილი
ცნობილი პროდიუსერი დემეტრე ორბელი თავის ცოლთან, ელენესთან ერთად სამშობლოს, საქართველოს სტუმრობს 2011 წლის 11 ნოემბერს. 11.11.11 საკრალური რიცხვია და საუკეთესო დროა წარსულში სამოგზაუროდ. სასტუმროში მათ ნაცისტი მკვლელები დაესხმიან თავს, მაგრამ ცოლ-ქმარს მეომარი ბერები გადაარჩენენ და გიორგის ციხე-სიმაგრეში წაიყვანენ. გიორგი და დემეტრე წარსულში მოგზაურობას იწყებენ სამეფო ოჯახის ნამდვილი მემკვიდრის ვინაობის დასადგენად. მათთვის ცნობილი ხდება მისტიკური ფაქტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დაფარული იყო....