23ივნ,2016
გიორგი ბაქრაძე საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის კლუბის ინიციატივით საბაუნიში გაიმართება ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, გიორგი ბაქრაძესთან შეხვედრა.
პირველ ნაწილში ბატონი გიორგი ისაუბრებს ეკონომიკასა და მის მნიშვნელობაზე, შეხვედრის მეორე ნაწილი კი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში: დამსწრე სტუდენტებსა და არა მხოლოდ სტუდენტებს, საშუალება ექნებათ ბატონ გიორგის დაუსვან სასურველი კითხვები.
შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 23 ივლისს 17:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის 405 აუდიტორიაში.