27ივლ,2017
სამეცნიერო კონფერენცია - რთული შემთხვევები
- 2017 წლის, 27 ივლისს, 16:00 სთ-ზე გაიმართება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სასამართლო პრაქტიკის ე.წ. „რთულ შემთხვევებს“ მიეძღვნება.
- კონფერენციაში სამართლის პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლო პრაქტიკის რთულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს. თითოეული წარდგინების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
- კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: სოფიკო წურწუმია, თამთა თავართქილაძე, ნათია ჯანელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, სალომე ლორთქიფანიძე, თამთა გიგაური, ნინო მაისურაძე, გოჩა ჩოგაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ნანეიშვილი, მარიამ გაგოშიძე, ნინო მუხადგვერდელი, მაკა მოქია, ნინო ქარცივაძე, მაია გუნთაიშვილი, მარიამ ბეჟიაშვილი, ანა ტუხაშვილი, სესილი ჭითაშვილი, მეგი ბაგრატიონ-დავითიშვილი, ვახტან სირბილაშვილი და თამარ ლავრელაშვილი.
- კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მოდერატორია ასოცირებული პროფესორი დიმიტრი გეგენავა.
- ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, პიერ დიუმულენის ბიბლიოთეკა.