30აპრ,2018
სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები იტალიაში
იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო/კვლევით სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე https://studyinitaly.esteri.it მიმდინარე წლის 30 აპრილის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით). დედლაინის დასრულების შემდეგ გაგზავნილი სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება.
სტიპენდიების ხანგრძლივობაა 3- 9 თვე (დამოკიდებულია პროგრამაზე).
სასწავლო სტიპენდია განისაზღვრება თვეში 900 ევროს ოდენობით.
ინფორმაცია პროგრამებისა და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://studyinitaly.esteri.it
https://www.esteri.it/MAE/en/servizi/stranieri/opportunita/ (in English).
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში (მესამე სართული 309 ოთახი, შორენა პარუნაშვილი, ელ-ფოსტა sh.parunashvili@sabauni.edu.ge)